Blog

თუ ახლო მომავალში ფანჯრების მოწესრიგება გაქვთ გადაწყვეტილი, ჯერ ჩვენს რჩევებს გაეცანით.

ძვირად ღირებულ ქიმიურ საშუალებებს ძმარი ამჯობინეთ. ძმრით გაწმენდილი ფანჯრები მუდამ იდეალურად გამოიყურება. საწმენდი საშუალება ასე მოამზადეთ: გააზავეთ ძმარი წყლით 1:8, დაუმატეთ ლიმონის ეთერზეთის 10 წვეთი, მოათავსეთ პულივიზატორიან ქილაში და გამოიყენეთ. .

უმჯობესია მინა სხვადასხვა მიმართულებით გაწმინდოთ. ზევიდან-ქვევით ან ერთი გვერდიდან მეორე გვერდისკენ. თუ ჭუჭყიან ზოლი დაგრჩებათ, მას ადვილად შეამჩნევთ.

ჩარჩოების გასასუფთავებლად

ჩარჩოებსა და ღრიჭოებში ჩამჯდარი ჭუჭყი შეგიძლიათ პარალონის ფუნჯით ან ჯაგრისით გაწმინდოთ. რაფის კუთხეებში, იქ სადაც ჭუჭყი ყველაზე მეტი გროვდება, სიდისა და ძმრის ნარევი მოათავსეთ, გააჩერეთ 10-15 წუთი. ამგვარად ჭუჭყი ადვილად გამოიხვეტება. წვრილ ღრიჭოებში ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაცილებლად სველი ხელსახოცი დანას დააფარეთ და ისე გაწმინდეთ. რეზინის ხვეტია საწმენდი ჩვრის ნაცვლად.

ის გაცილებით მოსახერხებელია. თუ მინა ძალიან ჭუჭყიანია, ჯერ ჩვრით გაწმინდეთ, შემდეგ საწმენდი საშუალება მიასხურეთ და რეზინის საწმენდით გაასუფთავეთ. მელამინის ღრუბელი ჩამჯდარი ჭუჭყებისთვის

საუკეთესოდ აცილებს ჭუჭყს პლასტიკატის ჩარჩოებიდან. თავდაპირველად ლაქა ჩვრით მოწმინდეთ, რასაც ვერ გაუმკლავდება მელამინის ღრუბელი წააშველეთ. იატაკის ჯოხის სიკეთე

ფანჯრები, რომლებიც არ იღება, რთული გასაწმენდია. მათთვის იატაკის ჯოხები გამოდგება, რომლებსაც მბრუნავი თავი აქვთ. დიდი ფანჯრების მტვერსასრუტი

თუ სახლში დიდი ფანჯრები გაქვთ, მინების მტვერსასრუტი უნდა შეიძინოთ. ის მინებიდან ჯერ მტვერსა და ჭუჭყს მოაცილებს, შემდეგ საწმენდ საშუალებას შეასხურებთ და და რეზინის ხვეტია საწმენდით მოწმინდავთ დარჩენილ ჭუჭყს. ფანჯრების მტვერსასრუტი დალაგების დროს შეგიმცირებთ. ჩარჩოების გასაწმენდად კი ისევ ჩვარი უნდა გამოიყენოთ. რკინის ხვეტია საღებავის წინააღმდეგ

ის იდეალურად მოაშორებს მინას საღებავის ან ლაქების კვალს. აგრეთვე იდეალურია მიწებებული ქაღალდის მოსახსნელად. სითხე მინებისთვის

თუ თქვენს ფანჯრებზე ხეების ან ტრასის მტვერი ხვდება, ავტოსალონებში წვიმის წვეთებისგან დამცავი სითხე შეიძინეთ. შედეგად, მინები დიდხანს შეინარჩუნებენ სისუფთავეს და მტვერი და ჭუჭყი აღარ ჩააჯდებათ.

Image placeholder

George Washington

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Ducimus itaque, autem necessitatibus voluptate quod mollitia delectus aut, sunt placeat nam vero culpa sapiente consectetur similique, inventore eos fugit cupiditate numquam!

6 Comments

  • Image placeholder

    გვანცა

    10 თებერვალი 2024 წელი

    მე ვფიქრობ რომ გამოსადეგი რჩევაა, მაგრამ ვინმემ შეამოწმეთ ?

    Reply

  • Image placeholder

    ქეთი

    8 თებერვალი 2024 წელი

    ნეტავი ესეთი სიახლეები დალაგებაზე არ დაიდება? დავიღალე რა უკვე ყოველ დღე არეული სახლით

    Reply

    • Image placeholder

      მაგდა

      8 იანვარი 2024 წელი

      რად უნდა ამას რჩევები ეს ხომ ისედაც ვიცოდით, ვინ არ იცის განა ეს ?

      Reply

      • Image placeholder

        თაკო

        10 იანვარი 2024 წელი

        თქვენ რომ იცით სხვამ არ იცის და იქნებ დააცადოთ ადამიანებს ინფორმაციის მიღება

        Reply