გადასვლა მთავარ კონტენტზე

დასუფთავების კომპანია თბილისში

პროფესიონალური დალაგება და დასუფთავება

ბინის, სახლისა და საოფისე ფართის დალაგებიდან რემონტის შემდგომ ღრმა დასუფთავებამდე - გამოცდილი ჯგუფები, პროფესიული ინვენტარი და ხსნარები, სურვილის შემთხვევაში 100%-ით ნატურალური ეკო-პაკეტი. შედეგს ადგილზე ერთად ვამოწმებთ.

მოთხოვნის მიღება
24/7
სერვისი კატალოგში
80+
ეკო-ხსნარები
100%
მომსახურების არეალი
თბილისი

შემოწმებული და გამოცდილი ჯგუფები

ეკო-პაკეტი 100% ნატურალური ხსნარებით

მოთხოვნას ვიღებთ დღე-ღამის განმავლობაში

თბილისი და შემოგარენი

ძირითადი მიმართულებები

ყველა სივრცეს სხვადასხვა სამუშაო სჭირდება. ქვემოთ თითოეული მიმართულებისთვის ზუსტად წერია, რა შედის მომსახურებაში - რომ შეკვეთამდე იცოდეთ, რას იღებთ. სრული, გაშლილი ჩამონათვალი სერვისების კატალოგშია.

სტანდარტული (ყოველდღიური) დალაგება

  • იატაკის მტვერსასრუტით დამუშავება და სველი წესით წმენდა
  • ზედაპირებიდან, ავეჯიდან და საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან მტვრის გადაწმენდა
  • სველი წერტილების სტანდარტული დეზინფექცია და ხეხილი
  • სამზარეულოს ზედაპირების წმენდა, ნიჟარის ხეხილი და ნაგვის ურნების დაცლა

გენერალური (ღრმა) დასუფთავება

  • რთულად მისადგომი ადგილების საფუძვლიანი წმენდა
  • ფანჯრების, მინების, რაფების და ჩარჩოების ორმხრივი რეცხვა
  • კედლებიდან და ჭერიდან მტვრისა და აბლაბუდების მოშორება
  • სამზარეულოს ტექნიკის შიგნიდან და გარედან ცხიმისგან გაწმენდა
  • კაფელ-მეტლახის ღარების სპეც-ხსნარებით დამუშავება

რემონტის შემდგომი დასუფთავება

  • სამშენებლო მტვრის სრული ელიმინაცია
  • ზედაპირებიდან ცემენტის, საღებავის, სამშენებლო ქაფის, წებოსა და სილიკონის ლაქების მოშორება
  • იატაკის საფარის სპეციალური ქიმიური ხსნარებით ღრმა რეცხვა და პოლირება

კომერციული და საოფისე ფართების დასუფთავება

  • სამუშაო მაგიდების და საოფისე ტექნიკის წმენდა
  • საერთო მოხმარების სივრცეების მოვლა
  • სველი წერტილების ჰიგიენური მარაგებით უზრუნველყოფა

ფანჯრებისა და ვიტრაჟების დასუფთავება

სუფთა მინა ყველაზე სწრაფად ცვლის სივრცის შეგრძნებას. ვმუშაობთ როგორც ბინის ჩვეულებრივ ფანჯრებზე, ისე კომერციულ ვიტრინებსა და მაღლივ ფასადებზე - ალპინისტური წვდომით.

გამოიძახეთ ჯგუფი

სტანდარტული ორმხრივი წმენდა

ჩარჩოებისა და რაფების დამუშავება მინის ორივე მხრიდან.

რემონტის შემდგომი ფანჯრების წმენდა

ლაქების და პლიონკების მოშორება დაზიანების გარეშე.

ვიტრინებისა და მინის ტიხრების წმენდა

მაღაზიების, სალონებისა და ოფისების სუფთა ფასადი.

ჟალუზებისა და ბადეების წმენდა

მოხსნა, დამუშავება და უკან დამონტაჟება.

მაღლივი (ალპინისტური) წმენდა

მიუწვდომელი სიმაღლის მინა და ფასადი - სერტიფიცირებული სამრეწველო ალპინისტებით და უსაფრთხოების სრული აღჭურვილობით.

სპეციალიზებული სერვისები

ღრმა დამუშავება პროფესიული აპარატურით, სადაც ჩვეულებრივი წმენდა აღარ კმარა.

რბილი ავეჯის ქიმწმენდა

დივანი, სავარძელი, საწოლი და სკამები - ექსტრაქტორით, ლაქებისა და სუნის მოშორებით.

ხალიჩების და კავროლინის რეცხვა

მასალაზე მორგებული ხსნარები, ღრმა რეცხვა და საფუძვლიანი შრობა.

ფასადების რეცხვა მაღალი წნევის აპარატებით

შენობის გარე პერიმეტრი, ეზო, ბილიკები და კიბეები.

დამატებითი სერვისები

შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერ ძირითად შეკვეთას - ერთი ჯგუფი, ერთი ვიზიტი.

  • ექსტერიერის მოწესრიგება

    ეზო, ტერასა და შენობის გარე პერიმეტრი.

  • ნაგვის გატანა

    სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი და შეფუთვები.

  • ოზონაცია და დეზინფექცია

    სუნის ნეიტრალიზაცია და სივრცის სრული დამუშავება.

  • ეკო-დასუფთავება

    100%-ით ნატურალური ხსნარებით - ბავშვებისა და ცხოველებისთვის უსაფრთხო.

დასუფთავების სერვისების სრული ჩამონათვალი

ქვემოთ თავმოყრილია ყველა სერვისი, რასაც დასუფთავების კომპანია ასრულებს - საცხოვრებელი ბინის ყოველდღიური დალაგებიდან ალპინისტურ ფასადის რეცხვამდე. ჩამონათვალი დაყოფილია მიმართულებებად, რომ ზუსტად იპოვოთ ის, რაც გჭირდებათ. თუ თქვენი ამოცანა სიაში არ ხედავთ, დარეკეთ - უმეტესობა არასტანდარტული მოთხოვნისაც გვაქვს გადაწყვეტა.

საცხოვრებელი ფართის დალაგება

ბინა, სახლი, ქირავნობა

9 სერვისი
  • ბინის სტანდარტული დალაგება

    ყოველდღიური სისუფთავის აღდგენა: იატაკი, მტვერი, სამზარეულო და სველი წერტილები.

  • კერძო სახლის დასუფთავება

    რამდენიმე სართული, შიდა კიბე, ტერასა და დამხმარე ოთახები - ზონებად გაყოფილი სამუშაოთი.

  • სტუდიოსა და მცირე აპარტამენტის დალაგება

    კომპაქტური სივრცე, სწრაფი ვიზიტი, ფიქსირებული ჩამონათვალი.

  • აგარაკისა და კოტეჯის დასუფთავება

    სეზონის გახსნა ან დახურვა: მტვერი, ობის შემოწმება, ავეჯის გახსნა-დაფარვა.

  • ქირავნობის ბინის დასუფთავება

    დამქირავებლის შესვლამდე ან გასვლის შემდეგ, ჩაბარების მდგომარეობაზე მორგებით.

  • დღიური ქირავნობის (Airbnb) დასუფთავება

    სტუმრებს შორის სწრაფი ბრუნვა, თეთრეულის გამოცვლა და მარაგების შევსება.

  • გადმოსვლის წინა და შემდგომი დასუფთავება

    ცარიელი ბინის წმენდა ავეჯის შემოტანამდე ან გატანის შემდეგ.

  • პერიოდული აბონემენტური დალაგება

    კვირეული, ორკვირეული ან თვიური გრაფიკი ფიქსირებული ჩამონათვალით.

  • ღონისძიების შემდგომი დასუფთავება

    წვეულების, დაბადების დღის ან ოჯახური შეკრების შემდეგ სივრცის აღდგენა.

ბინის დალაგება - დეტალურად

გენერალური (ღრმა) დასუფთავება

როცა ჩვეულებრივი წმენდა აღარ კმარა

10 სერვისი
  • სეზონური გენერალური დასუფთავება

    წელიწადში ორჯერ რეკომენდებული სრული, ღრმა წმენდა.

  • დიდი ხნის მოუვლელი სივრცის აღდგენა

    დაგროვილი ჭუჭყი, ცხიმი და ნადები ეტაპობრივი დამუშავებით.

  • სამზარეულოს ტექნიკის შიდა წმენდა

    ღუმელი, მაცივარი, გამწოვი, მიკროტალღური და ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

  • კარადებისა და უჯრების შიდა დასუფთავება

    დაცლა, გაწმენდა და ნივთების ორგანიზებულად დაბრუნება.

  • კაფელ-მეტლახის ღარების დამუშავება

    სპეც-ხსნარები გამუქებული და ობიანი ღარებისთვის.

  • პლინტუსების, კარებისა და ჩარჩოების წმენდა

    ყველაზე ხშირად გამოტოვებული დეტალები, სადაც მტვერი გროვდება.

  • რადიატორებისა და მილების გაწმენდა

    ვიწრო სივრცეები სპეციალური ჯაგრისებით.

  • ჭაღების, სანათებისა და ლუსტრების წმენდა

    მოხსნა საჭიროების შემთხვევაში, დამუშავება და უკან დაბრუნება.

  • კედლებისა და ჭერის მტვერი და აბლაბუდები

    ხელმისაწვდომი ზედაპირები და კუთხეები ჭერამდე.

  • სველი წერტილების ღრმა დეზინფექცია

    კირქვის, ნადებისა და ობის მოცილება, სანტექნიკის ხეხილი.

გენერალური დასუფთავება - დეტალურად

რემონტისა და მშენებლობის შემდგომი დასუფთავება

სამშენებლო მტვრიდან საცხოვრებლად მზა სივრცემდე

9 სერვისი
  • პირველადი (უხეში) დასუფთავება

    მიმდინარე სამუშაოების პარალელურად - ნარჩენის აღება და გზის გათავისუფლება.

  • საბოლოო რემონტის შემდგომი დასუფთავება

    სამშენებლო მტვრის სრული ელიმინაცია ყველა ზედაპირიდან.

  • ცემენტისა და ხსნარის ლაქების მოშორება

    კაფელიდან, მინიდან, სანტექნიკიდან და იატაკიდან.

  • საღებავისა და გრუნტის შხეფების მოცილება

    ზედაპირის ტიპზე მორგებული მეთოდით, დაზიანების გარეშე.

  • სამშენებლო ქაფის, წებოსა და სილიკონის ნარჩენი

    კარებიდან, ფანჯრებიდან და ჩარჩოებიდან.

  • დამცავი პლიონკებისა და სტიკერების მოხსნა

    ახალი ფანჯრებიდან, კარებიდან და ტექნიკიდან, წებოს კვალის გარეშე.

  • იატაკის ღრმა რეცხვა და პოლირება

    სპეციალური ქიმიური ხსნარებით, საფარის ტიპის მიხედვით.

  • ვენტილაციისა და როზეტების გაწმენდა

    დაწვრილებული მტვერი სისტემიდან და ელექტროწერტილებიდან.

  • ახალი შენობის ჩაბარებამდე დასუფთავება

    დეველოპერისთვის ან მყიდველისთვის მზა მდგომარეობაში ჩაბარება.

რემონტის შემდეგ - დეტალურად

კომერციული და საოფისე ობიექტები

ბიზნესისთვის - ერთჯერადი ან აბონემენტური

12 სერვისი
  • ოფისის ერთჯერადი დასუფთავება

    გადმოსვლის, ღონისძიების ან რემონტის შემდეგ.

  • ოფისის აბონემენტური მომსახურება

    ყოველდღიური, კვირეული ან შეთანხმებული სიხშირით.

  • სამუშაო საათების მიღმა დასუფთავება

    ღამით ან დასვენების დღეს, თანამშრომლების შეუფერხებლად.

  • მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების დასუფთავება

    სავაჭრო დარბაზი, საწყობი, სამზარეულოს კუთხე და ვიტრინები.

  • რესტორნების, კაფეებისა და ბარების დასუფთავება

    დარბაზი და საწარმოო სამზარეულო - ცხიმისგან გაწმენდის ჩათვლით.

  • სასტუმროებისა და ჰოსტელების დასუფთავება

    ნომრების ბრუნვა, საერთო სივრცეები და ჰიგიენური მარაგები.

  • სამედიცინო კლინიკებისა და სტომატოლოგიების დასუფთავება

    გაძლიერებული დეზინფექციის პროტოკოლით.

  • სილამაზის სალონებისა და სპორტდარბაზების დასუფთავება

    მაღალი ბრუნვის ზონები, სარკეები და საშხაპეები.

  • საბავშვო ბაღებისა და სასწავლებლების დასუფთავება

    ბავშვებისთვის უსაფრთხო, სერტიფიცირებული ხსნარებით.

  • საწარმოო და სასაწყობო ფართების დასუფთავება

    დიდი ფართი, მანქანური რეცხვა და ტექნიკური ზონები.

  • სადარბაზოებისა და საერთო ფართების მოვლა

    კიბის უჯრედი, ლიფტი, სარდაფი და ეზოს შესასვლელი.

  • ბიზნეს-ცენტრებისა და ადმინისტრაციული შენობების მომსახურება

    მუდმივი ჯგუფი და ფიქსირებული სტანდარტი.

ოფისის დალაგება - დეტალურად

ფანჯრები, მინა და ფასადები

სტანდარტულიდან ალპინისტურ წმენდამდე

10 სერვისი
  • ფანჯრების ორმხრივი წმენდა

    მინა შიგნიდან და გარედან, ღარებისა და ურდულების ჩათვლით.

  • ჩარჩოების, რაფებისა და მისადგმელების დამუშავება

    პლასტიკი, ალუმინი და ხე - მასალაზე მორგებული საშუალებით.

  • ვიტრაჟებისა და პანორამული მინის წმენდა

    დიდი ზედაპირი პროფესიული სტიკებითა და ხსნარებით.

  • ვიტრინებისა და მინის ტიხრების წმენდა

    კომერციული ობიექტების სუფთა, ლაქების გარეშე ფასადი.

  • ჟალუზების წმენდა

    ჰორიზონტალური, ვერტიკალური და ხის ჟალუზები.

  • როლეტებისა და მწერების ბადეების წმენდა

    მოხსნა, გარეცხვა და უკან დამონტაჟება.

  • მაღლივი (ალპინისტური) წმენდა

    სამრეწველო ალპინისტები სრული უსაფრთხოების აღჭურვილობით.

  • ტელესკოპური სისტემით წმენდა

    მიწიდან მუშაობა იქ, სადაც ალპინისტი საჭირო არ არის.

  • ფასადების რეცხვა მაღალი წნევით

    ქვა, ბეტონი, ალუკობონდი და შელესილი ზედაპირი.

  • რემონტის შემდგომი მინის წმენდა

    საღებავის, ცემენტისა და პლიონკის კვალის მოცილება.

ქიმწმენდა და ქსოვილების მოვლა

ადგილზე, პროფესიული ექსტრაქტორით

9 სერვისი
  • რბილი ავეჯის ქიმწმენდა

    დივანი, სავარძელი, პუფი და კუთხის ავეჯი.

  • ლეიბისა და საწოლის ქიმწმენდა

    ღრმა დამუშავება ალერგენებისა და მტვრის ტკიპების წინააღმდეგ.

  • ხალიჩების რეცხვა

    ადგილზე ან ცეხში, მასალისა და ღებვის მდგრადობის მიხედვით.

  • კავროლინის რეცხვა

    დიდი ფართი მანქანური ექსტრაქციით და სწრაფი შრობით.

  • ფარდებისა და შტორების წმენდა

    მოხსნა, დამუშავება, დაუთოება და უკან ჩამოკიდება.

  • საოფისე სკამების ქიმწმენდა

    ტექსტილის საზურგე და დასაჯდომი, ლაქების ჩათვლით.

  • ავტოსალონის ქიმწმენდა

    სავარძლები, ხალიჩები, ჭერი და კარის პანელები.

  • ლაქების წერტილოვანი მოცილება

    ღვინო, ყავა, სისხლი, მელანი და ცხოველის კვალი.

  • სუნის ნეიტრალიზაცია ქსოვილში

    ჩამჯდარი სუნის მოცილება ოზონაციასთან კომბინაციით.

იატაკის პროფესიული მოვლა

აღდგენა და დაცვა, არა მხოლოდ რეცხვა

6 სერვისი
  • პარკეტისა და ლამინატის მოვლა

    დაბალტენიანი წმენდა და დამცავი საშუალებით დამუშავება.

  • მარმარილოსა და ბუნებრივი ქვის პოლირება

    კრისტალიზაცია, ბზინვარების აღდგენა და დაცვა.

  • ლინოლეუმის რეცხვა და ცვილით დაფარვა

    ძველი ფენის მოხსნა და ახლის დადება.

  • ბეტონის იატაკის მანქანური რეცხვა

    საწყობები, ავტოსადგომები და საწარმოო ფართები.

  • კაფელისა და მეტლახის ღრმა რეცხვა

    ღარების აღდგენა და ანტისლიპ დამუშავება.

  • კიბის უჯრედის საფეხურების წმენდა

    ქვა, კაფელი ან ბეტონი - მოაჯირის ჩათვლით.

დეზინფექცია და სანიტარია

უხილავი, მაგრამ გადამწყვეტი ნაწილი

6 სერვისი
  • სივრცის ოზონაცია

    ბაქტერიების, ვირუსებისა და სუნის სრული ნეიტრალიზაცია.

  • ანტიბაქტერიული დამუშავება

    შეხების ზედაპირები: სახელურები, ჩამრთველები, მაგიდები.

  • ულტრაიისფერი დამუშავება

    დამატებითი ჰიგიენური ეტაპი მგრძნობიარე ობიექტებისთვის.

  • ობის მოცილება და პრევენცია

    წყაროს დადგენა, დამუშავება და განმეორების პროფილაქტიკა.

  • სუნის წყაროს ლიკვიდაცია

    თამბაქო, ცხოველი, ნესტი ან გაფუჭებული პროდუქტი.

  • ჰიგიენური მარაგებით უზრუნველყოფა

    ქაღალდი, თხევადი საპონი და ურნის პაკეტები - რეგულარული შევსებით.

ექსტერიერი და ტერიტორია

შენობის გარშემო არსებული სივრცე

6 სერვისი
  • ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება

    ნაგავი, ფოთლები და მტვერი, ავეჯის მოწესრიგებით.

  • აივნისა და ტერასის დასუფთავება

    იატაკი, მოაჯირი, ჭერი და მტრედების კვალი.

  • ბილიკებისა და ავტოსადგომის რეცხვა

    მაღალი წნევის აპარატით, ზეთის ლაქების ჩათვლით.

  • ფოთლებისა და თოვლის გაწმენდა

    სეზონური მომსახურება შესასვლელისა და ბილიკებისთვის.

  • სახურავისა და წყალსაწრეტების გაწმენდა

    შემოდგომის დაგროვილი ნარჩენი და ბლოკირებული მილები.

  • სანიაღვრე ღარებისა და ლუქების გაწმენდა

    წყლის თავისუფალი გადინების აღდგენა.

ნაგვისა და ნარჩენის გატანა

დასუფთავებამდე აუცილებელი ეტაპი

5 სერვისი
  • საყოფაცხოვრებო ნაგვის გატანა

    ურნების დაცლა და ტომრების გატანა ყოველი ვიზიტისას.

  • სამშენებლო ნარჩენის გატანა

    ბეტონი, აგური, ფილა, ბათქაში და დემონტაჟის ნარჩენი.

  • ძველი ავეჯისა და ტექნიკის გატანა

    დივანი, კარადა, მაცივარი და სხვა მოცულობითი ნივთი.

  • სარდაფისა და სხვენის გათავისუფლება

    წლების დაგროვილი ნივთების გადარჩევა და გატანა.

  • შეფუთვებისა და ყუთების გატანა

    გადმოსვლის ან ავეჯის მონტაჟის შემდეგ.

სასწრაფო სერვისი - დეტალურად

ეკო-დასუფთავება

100%-ით ნატურალური ხსნარებით

4 სერვისი
  • ეკო-პაკეტი ბინისთვის

    ნატურალური ხსნარები აგრესიული ქიმიისა და მძაფრი სუნის გარეშე.

  • ჰიპოალერგიული დამუშავება

    ალერგიით, ასთმით ან მგრძნობიარე კანით მცხოვრებთათვის.

  • ბავშვისა და ორსულისთვის უსაფრთხო წმენდა

    საბავშვო ოთახი, სათამაშოები და კვების ზონა.

  • შინაური ცხოველისთვის უსაფრთხო დასუფთავება

    ბეწვის, სუნისა და კვალის მოცილება უვნებელი საშუალებებით.

სასწრაფო და არასტანდარტული სიტუაციები

როცა დრო ან მდგომარეობა განსაკუთრებულია

7 სერვისი
  • სასწრაფო დასუფთავება 24/7

    დღესვე ან ღამის საათებში, თავისუფალი ჯგუფის მიხედვით.

  • სტუმრების მოსვლამდე სწრაფი მოწესრიგება

    პრიორიტეტული ზონები მოკლე დროში.

  • დატბორვის შემდგომი დასუფთავება

    წყლის აღება, შრობა და ობის პროფილაქტიკა.

  • ხანძრის შემდგომი დასუფთავება

    ჭვარტლი, კვამლის სუნი და დაზიანებული ზედაპირები.

  • დაგროვილი ნივთებისგან სივრცის გათავისუფლება

    ეტაპობრივი გადარჩევა, გატანა და სრული წმენდა.

  • ავეჯის გადაადგილება დასუფთავებისთვის

    მძიმე საგნების აწევა, გაწევა და უკან დაბრუნება.

  • გასაღებით მუშაობა კლიენტის გარეშე

    წინასწარ შეთანხმებული ჩამონათვალი და ფოტოანგარიში დასრულებისას.

სასწრაფო დასუფთავება - დეტალურად

სიაში ვერ იპოვეთ თქვენი ამოცანა? აღწერეთ სიტუაცია და გეტყვით, შესაძლებელია თუ არა, რა დრო დასჭირდება და რა ეღირება.

რომელი დასუფთავება გჭირდებათ რეალურად?

ხშირად კლიენტი ამბობს მხოლოდ „დალაგება მინდა“, მაგრამ ერთი და იმავე სიტყვის უკან სამი სრულიად განსხვავებული სამუშაო დგას. ქვემოთ მოცემული შედარება დაგეხმარებათ შეკვეთის სწორად აღწერაში - ეს კი ზოგავს როგორც ფულს, ისე იმედგაცრუებას.

სტანდარტული დალაგება

აირჩიეთ, თუ სივრცე გამოყენებადია და უბრალოდ სჭირდება მოწესრიგება: მტვერი, იატაკი, სამზარეულო და სველი წერტილები. დაგროვილი ცხიმი, კირქვა ან სამშენებლო მტვერი ამ ფორმატს სცდება.

სიხშირე
კვირაში 1-2-ჯერ
ხანგრძლივობა
3-5 საათი
ჯგუფი
1-2 ადამიანი

გენერალური დასუფთავება

აირჩიეთ, თუ სივრცეს დიდი ხანია არ შეხებია ღრმა წმენდა, ან სეზონურად აწესრიგებთ სახლს. მუშაობა მიდის კუთხეებზე, პლინტუსებზე, ტექნიკის შიგნით, ღარებსა და მიუწვდომელ ზედაპირებზე.

სიხშირე
წელიწადში 2-4-ჯერ
ხანგრძლივობა
6-10 საათი
ჯგუფი
2-4 ადამიანი

რემონტის შემდგომი

აირჩიეთ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ. აქ მთავარი მტვრის ტიპია: ის ღრმად ჯდება ზედაპირში და რამდენიმე ეტაპად იხსნება. ახალი საფარი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

სიხშირე
ერთჯერადი
ხანგრძლივობა
1-2 სამუშაო დღე
ჯგუფი
3-5 ადამიანი

ერთჯერადი თუ პერიოდული?

ერთჯერადი შეკვეთა კონკრეტულ შედეგს ემსახურება - რემონტის დასრულება, ბინის ჩაბარება, ღონისძიების შემდეგი მოწესრიგება. პერიოდულ მომსახურებაში კი სამუშაოს ჩამონათვალი და გრაფიკი ფიქსირდება, ჯგუფიც სტაბილურად იგივე რჩება და ყოველ ჯერზე ახლიდან ახსნა აღარ გჭირდებათ. ოფისებისთვის და დატვირთული ოჯახებისთვის მეორე ვარიანტი თითქმის ყოველთვის უფრო იაფი გამოდის.

დასუფთავება თუ ჯერ ნაგვის გატანა?

თუ სივრცეში ძველი ავეჯი, მძიმე ტომრები ან დემონტაჟის ნარჩენია, ჯერ მათი გატანაა საჭირო - სანამ გზა თავისუფალი არ არის, ზედაპირებზე მუშაობა ვერ დაიწყება. ორივე სერვისი ერთ ვიზიტში იგეგმება: ჯერ გატანის ჯგუფი მუშაობს, შემდეგ დასუფთავების. ერთად შეკვეთა როგორც დროს, ისე ტრანსპორტირების ხარჯს ამცირებს.

რა განსაზღვრავს დასუფთავების ფასს

ერთნაირი ფართის ორი ბინა შეიძლება სრულიად განსხვავებულ სამუშაოს მოითხოვდეს, ამიტომ ფასი მხოლოდ კვადრატულ მეტრზე არ შეიძლება დაეფუძნოს. ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა ფაქტორი, რომელსაც შეფასებისას ვითვალისწინებთ - რომ თავიდანვე გესმოდეთ, საიდან მოდის ციფრი.

ფართი და დაგეგმარება

კვადრატულობასთან ერთად მნიშვნელოვანია ოთახების რაოდენობა, შიდა კიბე, ღია თუ დახურული სივრცე და ავეჯის სიმჭიდროვე.

დაბინძურების დონე

მსუბუქი მტვერი, დაგროვილი ცხიმი, კირქვა თუ სამშენებლო ნარჩენი - სხვადასხვა დრო და სხვადასხვა ხსნარი.

სერვისის ტიპი

სტანდარტული, გენერალური, რემონტის შემდგომი თუ კომერციული - ეს ყველაზე დიდი ცვლადია ფასში.

სველი წერტილების რაოდენობა

აბაზანა და ტუალეტი ყველაზე შრომატევადი ზონაა; თითოეული დამატებითი წერტილი დროს ზრდის.

ფანჯრები და მაღალი ზედაპირები

რაოდენობა, ზომა, სართული და გარე მხარეს წვდომა. ვიტრაჟი ან ალპინისტური წვდომა ცალკე ფასდება.

შიდა წმენდა და დამატებები

ღუმელი, მაცივარი, კარადები, ჟალუზები ან ქიმწმენდა ავტომატურად არ იგულისხმება - ცალკე მიუთითეთ.

სასწრაფოობა და დრო

ღამის საათი, უქმე დღე ან კონკრეტულ საათამდე დასრულება რესურსის ცალკე დაგეგმვას მოითხოვს.

მისამართი და წვდომა

უბანი, სართული, ლიფტი, პარკირება და კომპლექსის შიდა წესები გავლენას ახდენს ინვენტარის ატანაზე.

სწრაფი შეფასებისთვის გამოგვიგზავნეთ

  • სივრცის ტიპი და ზუსტი მისამართი
  • ფართი ან ოთახებისა და სველი წერტილების რაოდენობა
  • 4-8 ფოტო ან მოკლე ვიდეო საერთო მდგომარეობის სანახავად
  • დამატებითი სამუშაოები: ფანჯრები, ღუმელი, მაცივარი, ქიმწმენდა
  • სასურველი დღე და დასრულების ვადა
გაგზავნა WhatsApp-ით

რატომ არ ვწერთ ერთ ფიქსირებულ ფასს

საიტზე გამოკიდებული ერთი ციფრი კლიენტისთვის თითქმის ყოველთვის შეცდომაში შემყვანია. ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი შედის, ჯგუფი კი ადგილზე აღმოაჩენს ორჯერ მეტ ფანჯარას, ღუმელს, რომელიც წლებია არ გაწმენდილა, ან ბეტონის კვალს იატაკზე.

ჩვენი მიდგომა პირიქითაა: ჯერ ვარკვევთ სამუშაოს საზღვრებს, შემდეგ ვამბობთ ფასს - და ის ფასი ადგილზე აღარ იცვლება, თუ თავად არ დაამატებთ სამუშაოს.

ფასის კითხვა

ვისთვის ვმუშაობთ

დასუფთავების მიზანი ყოველთვის ერთია, მაგრამ პროცესის ორგანიზება კლიენტის ტიპის მიხედვით იცვლება: ოჯახს უსაფრთხო ხსნარები სჭირდება, ოფისს სამუშაო საათებთან თავსებადი გრაფიკი, გამქირავებელს კი ჩაბარების ვადაში ჩატევა.

ოჯახები და დაკავებული ადამიანები

როცა ყოველდღიური საქმეებისთვის დრო აღარ რჩება. მნიშვნელოვანია წინასწარ გვითხრათ ბავშვების, შინაური ცხოველებისა და მგრძნობიარე ზედაპირების შესახებ - ამის მიხედვით ვარჩევთ ხსნარებს.

ბინის მფლობელები და გამქირავებლები

დამქირავებლის შესვლამდე ან გასვლის შემდეგ. ჩამონათვალი ეყრდნობა ჩაბარების მდგომარეობას, ვადას და იმას, რა დონემდე უნდა მოწესრიგდეს სივრცე ახალი ხელშეკრულებისთვის.

ოფისები და მცირე ბიზნესი

ერთჯერადი, კვირეული ან ყოველდღიური გრაფიკი. წინასწარ თანხმდება სამუშაო დრო, გასაღების ჩაბარება, სიგნალიზაციის კოდი და პასუხისმგებელი თანამშრომელი.

სამშენებლო და სარემონტო ობიექტები

მშენებლებისა და დიზაინერებისთვის, რომლებსაც ობიექტი დამკვეთისთვის მზა სახით უნდა ჩააბარონ. ვმუშაობთ როგორც ეტაპობრივად, ისე მხოლოდ საბოლოო დასუფთავებაზე.

სასტუმროები და დღიური ქირავნობა

სტუმრებს შორის სწრაფი ბრუნვა მკაცრი ვადებით. სტანდარტი ფიქსირდება ერთხელ და ყოველ ვიზიტზე მეორდება - შედეგი წინასწარ ცნობილია.

კომერციული ობიექტები

მაღაზიები, კაფეები, სალონები და კლინიკები, სადაც სისუფთავე უშუალოდ კლიენტის შთაბეჭდილებაზე მოქმედებს. ვმუშაობთ დახურვის შემდეგ ან გახსნამდე.

როგორ მოვამზადოთ სივრცე ჯგუფის მოსვლამდე

წინასწარი მომზადება არ ნიშნავს, რომ თავად უნდა დაალაგოთ. მისი მიზანია, დრო არ დაიკარგოს გაურკვეველ ნივთებზე, ჩაკეტილ ოთახებზე ან ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მხოლოდ მფლობელმა იცის. რამდენიმე ნაბიჯი მომსახურებას შესამჩნევად აჩქარებს.

გამოყავით პირადი ნივთები

დოკუმენტები, ფული, სამკაული, წამლები და გასაღებები უსაფრთხო ადგილას მოათავსეთ. ჯგუფისთვის ნათელი უნდა იყოს, რას შეიძლება შეეხონ და რას არა.

ჩამოწერეთ პრიორიტეტები

თუ დრო შეზღუდულია, წინასწარ განსაზღვრეთ მთავარი ზონები - აბაზანა, სამზარეულო, მისაღები ან ფანჯრები. კონკრეტული სია იცავს იმისგან, რომ მთავარი გამოგრჩეთ.

მიუთითეთ ზედაპირების სპეციფიკა

ნატურალური ქვა, ხე, მაღალპრიალა ფასადი ან ახალი საღებავი აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. არასწორმა ხსნარმა მგრძნობიარე ზედაპირი შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს.

შეამოწმეთ წყალი და დენი

დასუფთავებას ესაჭიროება წყლისა და ელექტროენერგიის წვდომა. ახალ ან ცარიელ ობიექტზე წინასწარ გადაამოწმეთ ონკანი, განათება და როზეტები.

გაათავისუფლეთ შესასვლელი

ჯგუფს თავისუფალი გზა უნდა ჰქონდეს სადარბაზოდან სამუშაო სივრცემდე. კარის კოდი, პარკირების ადგილი, ლიფტის წესი ან ადმინისტრაციის შეზღუდვა წინასწარ მოგვწერეთ.

იზრუნეთ შინაურ ცხოველზე

სასურველია ცხოველი იყოს ცალკე ოთახში ან თქვენთან. ეს ამცირებს სტრესს, კარის შემთხვევით გაღების რისკს და საშუალებას აძლევს ჯგუფს თავისუფლად იმუშაოს.

როგორ ვამოწმებთ შედეგს

ხარისხი მხოლოდ იმით არ იზომება, რომ სივრცე პირველ შეხედვაზე სუფთად გამოიყურება. მნიშვნელოვანია შეთანხმებული პრიორიტეტების გადამოწმება და იმის გარკვევა, დარჩა თუ არა ისეთი კვალი, რომელიც უკვე აღდგენის სამუშაოს საჭიროებს.

სია და პრიორიტეტები

დაწყებამდე შეთანხმებული ჩამონათვალი დასრულებისას ხელახლა მოწმდება. თუ მთავარი პრიორიტეტი სამზარეულო, აბაზანა ან ფანჯრები იყო, სწორედ ეს ზონები ფასდება პირველ რიგში.

ზედაპირის რეალური მდგომარეობა

ყველა ლაქა წმენდით არ ქრება. ღრმა ნაკაწრი, გამუქებული სილიკონი, ჩამჯდარი ჟანგი ან საღებავის დაზიანება აღდგენას საჭიროებს - და ამას პირდაპირ ვამბობთ, ვიდრე ვცდილობთ დამალვას.

საბოლოო დათვალიერება

დასრულებისას სივრცეს ერთად ათვალიერებთ. თუ შეკვეთა დისტანციურად იმართება, ფოტოანგარიშს ვგზავნით. შენიშვნა სჯობს დაფიქსირდეს მაშინ, როცა ჯგუფი ჯერ კიდევ ადგილზეა.

ოთხი ნაბიჯი ზარიდან სუფთა სივრცემდე

შეფასებას წინასწარ იღებთ - ჯგუფი ადგილზე მოდის მაშინ, როცა სამუშაოს მოცულობა და ფასი უკვე შეთანხმებულია.

  1. 1

    დარეკეთ ან მოგვწერეთ

    მიუთითეთ ფართი, სივრცის ტიპი და სასურველი დრო. ფოტოები დაგვეხმარება.

  2. 2

    მიიღეთ შეფასება

    გეტყვით სამუშაოს ჩამონათვალს, სავარაუდო ხანგრძლივობასა და ფასს.

  3. 3

    ჯგუფი ჩამოდის

    მოდიან საკუთარი ინვენტარით და ხსნარებით, შეთანხმებულ დროს.

  4. 4

    ერთად ამოწმებთ შედეგს

    დასრულებისას ათვალიერებთ სივრცეს. შენიშვნა ადგილზევე სწორდება.

დალაგება და დასუფთავება თბილისის უბნებში

ვმუშაობთ თბილისის ყველა რაიონში. მოსვლის დრო დამოკიდებულია უბანზე, ჯგუფის დატვირთვასა და სამუშაოს მოცულობაზე - შემოგარენში გასვლა წინასწარი შეთანხმებით ხდება.

  • ვაკე
  • საბურთალო
  • ვერა
  • მთაწმინდა
  • ჩუღურეთი
  • დიდუბე
  • ნაძალადევი
  • გლდანი
  • მუხიანი
  • დიდი დიღომი
  • დიღომი
  • ისანი
  • სამგორი
  • ვარკეთილი
  • ვაზისუბანი
  • ავლაბარი
  • ორთაჭალა
  • კრწანისი
  • ლილო
  • თბილისის შემოგარენი

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები იმაზე, რასაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან: სერვისის არჩევა, ფასი, ხანგრძლივობა, ინვენტარი, სასწრაფო გამოძახება და ეკო-პაკეტი.

რა განსხვავებაა სტანდარტულ დალაგებასა და გენერალურ დასუფთავებას შორის?

სტანდარტული დალაგება ყოველდღიურ სისუფთავეს აბრუნებს: იატაკი, მტვერი, სამზარეულო და სველი წერტილები. გენერალური დასუფთავება ღრმა სამუშაოა - ფანჯრების ორმხრივი რეცხვა, კედლები და ჭერი, ტექნიკის შიგნიდან გაწმენდა და კაფელ-მეტლახის ღარების სპეც-ხსნარებით დამუშავება.

როგორ ითვლება დალაგების ფასი?

ფასზე მოქმედებს ფართი, ოთახებისა და სველი წერტილების რაოდენობა, დაბინძურების დონე, სერვისის ტიპი და დამატებითი სამუშაოები - ფანჯრები, ქიმწმენდა ან ოზონაცია. ფოტოების ან მოკლე ვიდეოს გამოგზავნის შემდეგ შეფასებას იმავე დღეს მიიღებთ.

რემონტის შემდგომი დასუფთავება რას მოიცავს?

სამშენებლო მტვრის სრულ ელიმინაციას, ზედაპირებიდან ცემენტის, საღებავის, სამშენებლო ქაფის, წებოსა და სილიკონის ლაქების მოშორებას და იატაკის საფარის სპეციალური ქიმიური ხსნარებით ღრმა რეცხვასა და პოლირებას.

საწმენდი საშუალებები და ინვენტარი თქვენ მოგაქვთ?

დიახ, ჯგუფი მოდის პროფესიული ინვენტარითა და ხსნარებით. სურვილის შემთხვევაში ვმუშაობთ ეკო-პაკეტით - 100%-ით ნატურალური ხსნარებით, რაც უსაფრთხოა ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის.

შესაძლებელია ჯგუფის გამოძახება დღესვე?

მოთხოვნებს ვიღებთ 24 საათის განმავლობაში. მოსვლის კონკრეტული დრო დამოკიდებულია თავისუფალ ჯგუფზე, მისამართსა და სამუშაოს მოცულობაზე - სასწრაფო შემთხვევაში სჯობს პირდაპირ დარეკოთ.

რბილი ავეჯისა და ხალიჩების ქიმწმენდას ადგილზე აკეთებთ?

დიახ, რბილი ავეჯის ქიმწმენდა და კავროლინის რეცხვა სრულდება ადგილზე, ექსტრაქტორით. ხალიჩების შემთხვევაში, მასალის მიხედვით, შესაძლებელია როგორც ადგილზე დამუშავება, ისე ცეხში წაღება.

რამდენ ხანს გრძელდება დალაგება?

საშუალო ორ-სამოთახიანი ბინის სტანდარტული დალაგება ჩვეულებრივ 3-5 საათია, გენერალური დასუფთავება 6-10 საათი, რემონტის შემდგომი კი ერთ სრულ სამუშაო დღეს ან მეტსაც საჭიროებს. ზუსტი დრო ფართსა და დაბინძურების დონეზეა დამოკიდებული.

რით განსხვავდება ეკო-დასუფთავება ჩვეულებრივისგან?

ეკო-პაკეტში გამოიყენება 100%-ით ნატურალური ხსნარები, აგრესიული ქლორისა და მძაფრი სუნის გარეშე. ის განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუ სახლში ბავშვი, ორსული ან შინაური ცხოველია, ან ალერგია გაქვთ.

აუცილებელია სახლში ვიყო დალაგების დროს?

არა. ბევრი კლიენტი გასაღებს წინასწარ გვაბარებს ან შესვლის კოდს გვიზიარებს. ამ შემთხვევაში სამუშაოს ჩამონათვალი წინასწარ ზუსტდება, დასრულებისას კი ფოტოანგარიშს ვგზავნით.

ფანჯრების გარე მხარეს მაღალ სართულზეც რეცხავთ?

დიახ. სადაც უსაფრთხო წვდომა არსებობს, ვმუშაობთ ტელესკოპური სისტემით; მიუწვდომელ სიმაღლეზე კი მაღლივი (ალპინისტური) წმენდა გამოიყენება სრული უსაფრთხოების აღჭურვილობით.

ნაგვის გატანა შედის დასუფთავების ფასში?

ურნების დაცლა და საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა შედის. მძიმე სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი ან დიდი მოცულობის ნივთები ცალკე სერვისია და ცალკე ფასდება - საჭიროების შემთხვევაში ორივეს ერთ ვიზიტში ვგეგმავთ.

შესაძლებელია პერიოდული მომსახურების გრაფიკზე შეთანხმება?

დიახ. კვირაში ერთხელ, თვეში რამდენჯერმე ან ყოველდღიურად - გრაფიკს თქვენს რიტმზე ვაწყობთ. პერიოდულ კლიენტებთან სამუშაოს ჩამონათვალი ფიქსირდება და ჯგუფიც სტაბილურად იგივე რჩება.

დატოვეთ მოთხოვნა

გიპასუხებთ უმოკლეს დროში.

დარეკვა ჯობია

ფოტოებისა და ვიდეოს გასაგზავნად გამოიყენეთ WhatsApp: +995 597 06 42 96.

დარეკვა შეფასება